
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა გამწვანების კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა.
პატარები მთავრობის ინიცირებულ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ და შერჩეულ ტერიტორიზე სახელობითი ხეები დარგეს.
დაბა თამარისის საჯარო სკოლაში ბავშვებს გარემოსო დაცვასა და ბუნების მოფრთხლებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან, ამიტომ ინიციატივა ახარებთ.
„ჩვენი სკოლის პირველკლასელებმა თავისი პატარა წვლილი შეიტანეს გარემოს გამწვანებაში. სიხარულით დარგეს პატარა ნერგები. მომავალშიც ასე სიხარულით დაგერგოთ და გეზრუნოთ გარემოზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.
პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.
იხილეთ ფოტოები: