უშაფათის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სახელობითი ნერგები დარგეს
12-11-2026

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლის პირველკლასელები მთავრობის ინიცირებულ გარემოსდაცვით პროგრამას -  „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ.

პატარებმა შერჩეულ ტერიტორიაზე სახელობითი ნერგები დარგეს.

მოსწავლეები ნერგების ზრდა-გახარებას მომავალშიც დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობას

„ჩემი პირველი ნერგი - პატარა ხელებით დარგული დიდი იმედი! ჩვენმა პირველკლასელებმა პირველი ხე დარგეს და ამით ბუნებაზე ზრუნვისა და სიყვარულის ლამაზი მაგალითი გვაჩვენეს.

დღეს დარგული პატარა ნერგი გაიზრდება, ისევე როგორც ჩვენი პატარები — სიყვარულით, სიკეთითა და იმედით სავსე მომავალში!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.

პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203