იდლიანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა მრავალფეროვანი აქტივობებით დაიწყეს
12-11-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის ქართული ენა-ლიტერატურის უფროსი მასწავლებლის ანიკო(ესმა) იოსელიანის ხელმძღვანელობით, პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სამყაროში შეაბიჯეს. კლასში საჩვენებელი გაკვეთილი- „ანბანის შემობრძანება“ ჩატარდა.

გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეებმა შემდეგი თემატური აქტივობები განახორციელეს:

  • კთხვა-პასუხი ანბანთან დაკავშირებით;
  • ქართული ანბანი და ფარნავაზ მეფე(ვიდეოჩვენება);
  • თამაში-მე გეტყვი ასოს, შენ დაასახელე სიტყვა;
  • თამაში-ასოების კამათი;
  • „აი ია“ - გამოწერა/გაფერადება;
  • თამაში- „ჯადოსნური ჩანთა”;
  • წერა ქვიშაზე;
  • ლექსები ანბანზე.

პირველკლასელები თითოეულ აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთვნენ, მათთვის ეს მნიშვნელოვანი დღე დაუვიწყარ მოგონებად იქცა.

სკოლაში ახარებთ პატარების მონდომება და პედაგოგების შემოქმედებითობა. 

„დიდი მადლობა, ჩვენს მარგალიტებს, ესმა მასწავლებელს, უდიდესი შრომისთვის, სიყვარულისთვის.

დიდი მადლობა, პირველი კლასის დამრიგებელს ინგა მოდებაძეს, თითოეულ მასწავლებელს, მშობელს ჩართულობისთვისა და მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203