
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლაში მთავრობის ინიცირებულ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეხვდნენ.
პირველკლასელებმა კამპანიის ფარგლებში პირველი ნერგები უკვე დარგეს და საკუთარი წვლილი შეიტანეს მწვანე მომავლის შექმნაში.
„პატარა ხელებით დარგული დიდი მომავლის იმედი!“- ასე აფასებენ კამპანიას სკოლაში და მოსწავლეთა გამრემოსდაცვითი პასუხისმგბლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.
პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.
იხილეთ ფოტოები: