შეფასებისას ყურადღება მიექცევა 5 კომპონენტს, მათ შორის რეფლექსიასა და სწავლების მეთოდოლოგიას - რა უნდა გაითვალისწინონ მოქმედმა მასწავლებლებმა 
12-11-2026

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს შვეიცარიის ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN -European Organization for Nuclear Research) ერთკვირიან სტაჟირებაში მონაწილეობის მიზნით საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლების შესარჩევად.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის) საჯარო სკოლების მოქმედ ფიზიკის მასწავლებლებს, რომლებსაც:

დადასტურებული აქვთ ფიზიკის საგნობრივი კომპეტენცია ან/და გააჩნიათ ფიზიკის მიმართულებით დოქტორის აკადემიური ხარისხი;

აქვთ სკოლაში ფიზიკის სწავლების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში არ არიან ნამყოფი CERN -ის კვლევით ცენტრში.

განაცხადის წარდგენის წესი:

  • კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შემდეგი დოკუმენტაცია უნდა გაგზავნონ teachers.gov.ge-ის ოფიციალური ელფოსტიდან მისამართზე: cern@tpdc.ge
  • რეზიუმე (CV);
  • პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • პრეზენტაცია PDF ან PowerPoint ფორმატში.

განაცხადი 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარადგინოთ - გაითვალისწინეთ, რომ დაგვიანებით ან/და არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

შეფასების კრიტერიუმები:

კანდიდატები შეფასდებიან წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და შეფასების რუბრიკის საფუძველზე.

შეფასებისას ყურადღება მიექცევა:

  • ფიზიკის საგნობრივი შინაარსის გააზრებასა და სწორად გამოყენებას;
  • სწავლების მეთოდოლოგიასა და ეფექტიანი სასწავლო მიდგომების გამოყენებას;
  • მოსწავლეთა ჩართულობასა და წარმოდგენილი პრაქტიკის შედეგებს;
  • კანდიდატის პროფესიულ რეფლექსიასა და განვითარების ხედვას;
  • ცერნისა და მასწავლებელთა საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმირებულობას;

სტაჟირების შედეგად მიღებული ცოდნის სასწავლო პროცესში გამოყენებისა და კოლეგებისთვის გაზიარების მზაობას.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203