ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ენის ანბანის სწავლა ღონისძიებით დაიწყეს.
პირველკლასელებისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო აღმოჩნდა.
მოსწავლეები პირველ ასობგერას დიდი ინტერესით გაეცნენ, წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნაც წარმატებით წარმოაჩინეს და პედაგოგებს დაჰპირდნენ, რომ ასეთივე შემართებით გააგრძელებენ სწავლას.
პირველკლასელთა კლასის დამრიგელი არევატ მარგარიანი გახლავთ, ხოლო სომხური ენის მასწავლებელი - ფენია კიურეღიანი.
იხილეთ ფოტოები: