„კვლავ ჩემპიონები!“ - ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მორიგი ტრიუმფი
11-11-2026

ქუთაისის N38 საჯარო სკოლამ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალურ ტურნირზე ფეხბურთში კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ლიდერობა.

32 გუნდს შორის დაძაბული ბრძოლის შემდეგ, ფინალურ 3-გუნდიან ეტაპზე ქუთაისის N38 საჯარო სკოლის ვაჟთა ნაკრებმა ორივე მეტოქე დაამარცხა და უკვე რამდენიმეწლიანი ტრადიცია არც წელს დაარღვია - ჩემპიონის ტიტული ისევ მათია. 

გამარჯვებულებს კუთვნილი მედლები და დიპლომები ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა, ზაზა გულბიანმა და მოადგილემ, ვაჟა უნგიაძემ გადასცეს.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203