
ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ.
პირველკლასელებმა ვანის მუნიციპალიტეტში გამართულ გამწვანების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და ნერგები დარგეს.
„პატარა ხელებით დიდი საქმე გააკეთეს - მიწას ნერგები აჩუქეს, სამყაროს კი - კიდევ უფრო მეტი სიყვარული. იზარდეთ, პატარებო, თქვენს დარგულ ხეებთან ერთად და გაამწვანეთ ჩვენი ხვალინდელი დღე!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ინციატივას მიესალმებიან.
გარემოსდაცვითი პროგრამა - „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.
პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.
იხილეთ ვიდეო: