„პირველი ხე დარგულია, ჩვენი „ადამიანური მისიის“ ერთი პუნქტი შესრულებულია“ - ტანძიის საჯარო სკოლის პირველკლასელები გარემოსდაცვით პროგრამას შეუერთდნენ
11-11-2026

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბა დადვანის სახელობის სოფელ ტანძიის საჯარო სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანეს მწვანე მომავლის შექმნაში. 

ბავშვებმა შერჩეულ ტერიტორიაზე ნერგები დარგეს.

„პირველი ხე დარგულია, ჩვენი „ადამიანური მისიის“ ერთი პუნქტი შესრულებულია“,- აღნიშნავენ სკოლაში, ახარებთ გარემოსდაცვითი ინიციატივა. მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ. 

პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203