
მასწავლებლების, სკოლისა და ადმინისტრაციული პერსონალის ანაზღაურება მომავალი წლიდან გაიზარდება. აღნიშნულის შესახებ პარლამენტში ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა
მისივე თქმით, ხელფასი სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტი პირს გაეზრდება.
„სკოლების დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით, გაზრდილია 190 მილიონ ლარზე მეტით, რაც შესაძლებლობას იძლევა გაიზარდოს მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, ჯამში 70 ათასზე მეტი პირის ხელფასი.