
ჭიათურის N4 საჯარო სკოლა პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ.
პატარებმა, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, პირველი ნერგები დარგეს და ქალაქის გამწვანებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.
„პირველი ნერგი, პირველი პასუხისმგებლობა და დიდი მიზანი – ერთად შევქმნათ უფრო მწვანე, სიცოცხლით სავსე ჭიათურა!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ინიციატივას მიესალმებიან.
გარემოსდაცვითი პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.
პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.
ვიდეო იხილეთ ბმული