
თბილისის N142 საჯარო სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ დიდი სიხარულით შეუერთდნენ.
პატარებმა მახათას მთაზე სახელობითი ნერგები დარგეს და საკუთარი წვლილი შეიტანეს მწვანე მომავლის შექმნაში.
თბილისის N142 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ.
„მთავრობის ამ მშვენიერმა ინიციატივამ ჩვენი სკოლის ყველაზე პატარები განსაკუთრებულ საქმეში გააერთიანა.
პირველკლასელებმა მახათას მთაზე პატარა ნერგები დარგეს - ეს არ არის უბრალოდ ხის დარგვა, ეს არის ცხოვრების პირველი დიდი გაკვეთილი პასუხისმგებლობაზე, მეგობრობასა და ბუნებაზე.
თითოეულმა ბავშვმა თავისი ხელით ჩაუშვა მიწაში პატარა სიცოცხლე და პირობა დადო, რომ ყოველ ჯერზე, როცა ამ მთას ეწვევა, საკუთარი თვალით ნახავს, როგორ იზრდება, ძლიერდება და ფოთლებს იშლის მათი ნერგი.
ჯერ კიდევ პატარა, მაგრამ უკვე ასეთი მზრუნველი ხელები - აი, რა არის ყველაზე დიდი იმედი! ვამაყობთ ჩვენი პატარებით და გვჯერა, რომ ეს ხეები მათთან ერთად გაიზრდებიან და აყვავდებიან.
ჩვენი პირველკლასელების პირველი ნაბიჯები მახათას მთაზე - ვრგავთ სიცოცხლეს, ვზრდით მომავალს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.