
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის მე-6 კლასელთა მე და საზოგადოების გაკვეთილი მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
პედაგოგმა თემის შესწავლისას პრეზენტაციებით სწავლებას მიმართა, რაც მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულად ნაყოფიერი აღმოჩნდა.
ისტორიაში, კახეთის თავის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ცოდნის გაღრმავებისა და მიღებული ინფორმაციის შეჯამების მიზნით პრეზენტაციები მოამზადეს.
მოსწავლეებმა წყვილებში, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, შეარჩიეს მათთვის სასურველი საკითხები და იმუშავეს შემდეგ თემებზე:
მოსწავლეებმა მოძიებული ინფორმაცია დაამუშავეს, საინტერესო მასალები მოამზადეს და საკუთარი ნამუშევრები თანაკლასელებს წარუდგინეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში კვლევითი, თანამშრომლობითი, შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარების განვითარებას, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და მშობლიური კუთხის უკეთ გაცნობას.
„სწავლა ხომ ყველაზე საინტერესო მაშინ ხდება, როდესაც მოსწავლე თავად არის აღმოჩენისა და შემეცნების პროცესის აქტიური მონაწილე! ვამაყობთ ჩვენი პატარა მკვლევრებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: