შთამბეჭდავი მაკეტები და ფერადი პრეზენტაციები - თბილისის N154 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
11-11-2026
 

თბილისის N154 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

„ჩვენი საქართველოს“ კვირეულის ფარგლებში, ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის სიყვარულით შთაგონებულმა მე-6ა კლასის მოსწავლეებმა საყვარელი მასწავლებლის - მზეონა ზანგალაძე ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს საოცარი პროექტი თემაზე – „კახეთი“.

​მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და კრეატიულობით მოამზადეს შთამბეჭდავი მაკეტები და ფერადი პრეზენტაციები ფორმატებზე, რომლებმაც კიდევ ერთხელ გააცოცხლა კახეთის სილამაზე და წარსული.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და პედაგოგის შემოქმედებითი მიდგომები.

„​უღრმესი მადლობა მზეონა მასწავლებელს ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, ბავშვებს – დაუღალავი შრომისა და შემოქმედებითი ენერგიისთვის, ხოლო მშობლებს – თანადგომისა და ერთობლივი წარმატებისთვის. ერთად ნამდვილი საოცრებები შევქმენით! მიყვარხართ და მეამაყებით ბავშვებო“,- აღნიშნავენ სკოლაში.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203