თბილისის N154 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უნივერსიტეტის ლაბორატორია და საბუნებისმეტყველო მუზეუმი დაათვალიერეს
11-11-2026

თბილისის N154 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები თავისუფალი უნივერსიტეტის ლაბორატორიას ეწვივნენ.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს იქ არსებული მუზეუმი და მოუსმინეს საინტერესო ლექციას.

გასვლითი ღონისძიება მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. 

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს სკოლის ქიმიის მასწავლებელმა, ელისაბედ ქოიავამ და ბიოლოგიის მასწავლებელმა, ანა თევდორაშვილმა, რისთვისაც მათ სკოლაში მადლობას უხდიან. 

„მადლობა, ჩვენი სკოლის ქიმიის მასწავლებელს- ელისაბედ ქოიავას და ბიოლოგიის მასწავლებელს- ანა თევდორაშვილს- საინტერესო დღის ორგანიზებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203