
თბილისის N190 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ახლახან, სკოლაში, IX და X კლასების მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის თემა იყო - ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის და ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის სახელმწიფო მომსახურების სერვისები.
შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხეს.
იხილეთ ფოტო: