ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებლის წარმართული სასწავლო პროცესი მეტად საინტერესო და შემოქმედებითია. პედაგოგი ვანიკ თევანიანი მოსწავლეთა შემოქმედებითობას ახალისებს და მათი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე ზრუნავს.
ახლახან, ხელოვნების მასწავლებელ ვანიკ თევანიანთან ერთად, მოეწყო საშემოდგომო ნამუშევრების გამოფენა - „შემოდგომის ფერები ბავშვების თვალით“
VI–XI კლასების მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრებით წარმოადგინეს შემოდგომის სილამაზე, ბუნების მრავალფეროვნება და საკუთარი შემოქმედებითი ხედვა.
„თითოეული ნახატი პატარა ისტორიაა, ხოლო ყველა ნამუშევარი ერთად ქმნის ფერებით სავსე, ულამაზეს საშემოდგომო გალერეას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: