
თბილისის N96 საჯარო სკოლა ამაყობს ყოფილ მოსწავლეებით, რომლებმაც საკუთარი სურვილით გადაწყვიტეს სამხედრო სამსახურში წასვლა და დღეს ქვეყნის სამსახურში დგანან.
ნიკოლოზ ჟიმანოვი, რომან სარგსიანი და გიორგი სარგსიანი სკოლისთვის განსაკუთრებული სიამაყის მაგალითები არიან.
ყოფილი მოსწავლეების მიმართ პატივისცემა და მადლიერება სკოლის მოსწავლეებმა თბილი წერილებითა და ფერადი ნახატებით გამოხატეს. ამ გზით მათ მადლობა გადაუხადეს ახალგაზრდებს ქვეყნის სამსახურისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის და მხარდაჭერა გამოუცხადეს.
„სკოლას სიამაყის განსაკუთრებული მიზეზი აქვს - ჩვენი ყოფილი მოსწავლეები, ნიკოლოზ ჟიმანოვი, რომან სარგსიანი და გიორგი სარგსიანი, საკუთარი ნებით წავიდნენ ჯარში და დღეს ქვეყანას ემსახურებიან“,- გვეუბნებიან სკოლაში და მოსწავლეთა ნამუშევრებს გვიზიარებენ.
იხილეთ ფოტოები: