„ოქროს შემოდგომის პალიტრა“ - საღამოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს 
11-11-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია. მათი ნიჭისა და უნარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

შემოქმედებითი აქტივობებით გამოირჩევა ხელოვნების გაკვეთილები. 

მოსწავლეებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილების ფარგლებში შექმნეს ნამუშევრები თემაზე - „ოქროს შემოდგომის პალიტრა“, რომლებშიც ასახეს შემოდგომის სილამაზე, ფერადოვნება, ბუნების მომხიბვლელობა და შემოდგომის თბილი განწყობა.

„თითოეული ნახატი მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი აზროვნებისა და ფერთა შეგრძნების თავისებური გამოხატულებაა“, - გვეუბნება მოსწავლეთა ხელოვნების მასწავლებელი ლიდა გალოიანი და მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით ანებივრებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203