
თბილისის N117 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე დემეტრე ინჯგია წარმატებული ძიუდოისტი და სპორტული ტურნირების არაერთგზის გამარჯვებულია.
მოსწავლის წარმატება სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყო და სასიხარულოა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მისი თითოეული გამარჯვება შრომის, შეუპოვრობის, დისციპლინისა და მიზანდასახულობის შედეგია.
„პატარა ასაკის მიუხედავად, ის უკვე გვიჩვენებს, რომ დიდი წარმატებისთვის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც გაქვს ძლიერი ხასიათი, საკუთარი საქმის სიყვარული და გამარჯვებისკენ სწრაფვის სურვილი.
განსაკუთრებით საამაყოა, რომ ჩვენი მოსწავლე სპორტულ მიღწევებთან ერთად თანატოლებისთვისაც მისაბაძი მაგალითია.
გვჯერა, რომ ეს წარმატებები მხოლოდ დასაწყისია და წინ კიდევ მრავალი გამარჯვება, ახალი ტიტული და დაუვიწყარი სპორტული მომენტი ელის!
ვამაყობთ შენით, ჩვენო პატარა ჩემპიონო!
გისურვებთ დიდ მომავალს, მტკიცე ნაბიჯებსა და უამრავ გამარჯვებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
იხილეთ ფოტოები: