
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში საოცარი საშემოდგომო განწყობა დატრიალდა. მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა.
მე-3 კლასის მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საშემოდგომო სანახაობით წარდგნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
მოსწავლეებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს თემატური სიმღერები, სპექტაკლიც გაითამაშეს და ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელთან ერთად საშემოდგომო ზღაპარი შექმნეს.
ღონისძიება მიზნად ისახავდა როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენა-წახალისებას.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო