თბილისის N124 სკოლის პირველკლასელებმა, გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, ნერგები დარგეს
11-11-2026

მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, მოსწავლეებიც მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. 

სკოლაში მთავრობის ინიცირებულ გარემოსდაცვით პროგრამას -  „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეხვდნენ. 

პირველკლასელებმა კამპანიის ფარგლებში პირველი ნერგები უკვე დარგეს და საკუთარი წვლილი შეიტანეს მწვანე მომავლის შექმნაში.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.

პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203