ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურ​ს მეხანძრე-მაშველთა საქმიანობას გაეცნენ
11-11-2026

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

10 ნოემბერს, ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-7ა და მე-7ბ კლასების მოსწავლეები დამრიგებლებთან, მაია ჩეჩელაშვილთან და რუსუდან აბაშიძესთან, ერთად ესტუმრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს.

ახლოდან გაეცნენ იმ გმირულ პროფესიას, რომელიც ყოველდღიურად ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.

მოსწავლეებმა მოისმინეს თეორიული ინფორმაცია სამაშველო სამსახურის საქმიანობის შესახებ, ჰქონდათ საშუალება, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, დაათვალიერეს სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა, გაეცნენ ამა თუ იმ ტექნიკის დანიშნულებას და გამოყენების წესებს. მათ მოირგეს მეხანძრე-მაშველის ფორმები და მცირე დროით თავი ნამდვილ მაშველებად იგრძნეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის ამ პროფესიის გაცნობა, პასუხისმგებლობისა და მოქალაქეობრივი შეგნების გაღვივება და მომავალი გზის გააზრებაში მხარდაჭერა.

„დიდი მადლობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს თბილი მიღებისთვის, საინტერესო და შთამაგონებელი შეხვედრისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203