
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას.
სულ ახლახან, სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრის ინიციატივით, ჩატარდა სახალისო ვიქტორინა - „ბუნების საიდუმლოებანი“.
ღონისძიებას პედაგოგები - გელა ჯინჭარაძე და თამარ ჯაბუა ხელმძღვანელობდნენ.
ვიქტორინა საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: