
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კახეთის კულტურა და ტრადიციები გააცოცხლეს.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა შესწავლილი თემა - კახეთი, საინტერესოდ შეაჯამეს და შემაჯამებელი დავალება - „კახეთი ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და სილამაზე“ ღონისძიების სახით წარმოადგინეს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს კახეთის ისტორიულ და კულტურულ ძეგლებზე, ღისრშესანიშნაობებსა, ტრადიციებსა და სამზარეულოზე.
პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და პედაგოგი სიამაყით აავსეს.
„ჩემი ყოჩაღი მოსწავლეები“,- აღნიშნავს პედაგოგი და ახარებს მოსწავლეთა მონდომება და სასწავლო შემართება.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: