
მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლაში საოცარი საშემოდგომო განწყობა დატრიალდა.
სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეების და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით 28 ოქტომბერს ჩატარდა შემეცნებითი საზეიმო საღამო - „შემოდგომავ მადლიანო“.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - ციალა გულედანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ უხვი და მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში, ისაუბრეს მათ ისტორიასა და საყოფაცხოვრებო მნიშვნელობაზე და საშემოდგომო ტრადიციებზე.
მოსწავლეებმა სიმღერითა და ცეკვით გაალამაზეს ღონისძიება. ბოლოს კი ბედნიერი და მშვიდობიანი შემოდგომა უსურვეს სრულიად საქართველოს.
იხილეთ ფოტოები: