
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მწვანე მომავლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს.
პატარები მთავრობის ინიცირებულ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ შეუერთდნენ და სკოლის ეზოში პირამიდული კვიპაროსის ხეები დარგეს.
ალერტკარის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარემოს დაცვას დაწყებითი საფეხურიდან ასწავლიან, ამიტომ ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი - „ჩემი პირველი ნერგი“.
პატარების მიერ ხეების დარგვა მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი, საგანმანათლებლო, ფსიქოლოგიური და სოციალური თვალსაზრისით. ეს არ არის მხოლოდ „მწვანე“ აქტივობა - ის ბავშვებს უყალიბებს პასუხისმგებლობის გრძნობას, ბუნებასთან კავშირს და გრძელვადიან გარემოსდაცვით ცნობიერებას; ხელს უწყობს თანამშრომლობითი/ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებას. მადლობა ამ პროექტის ორგანიზატორებსა და დამფინანსებლებს; მადლობა მერის წარმომადგენელს/გამგებელს ალერტკარის ადმინისტრაციულ ერთეულში - ბატონ ლაშა ესებუას- თანადგომისა და ხელშეწყობისთვის!“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი თამარ ივარდავა.
იხილეთ ვიდეო: