
საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დაწყება-დასრულების, ასევე არდადეგების თარიღები განათლების მინისტრის ბრძანებითაა განსაზღვრული.
ზამთრის არდადეგებს რაც შეეხება, 2 კვირას გრძელდება - 30 დეკემბერიდან 15 იანვრამდე.
აღსანიშნავია, რომ კერძო სკოლების შემთხვევაში, ისინი თავად წყვეტენ განრიგს.
ინფორმაციისთვის: სკოლებში სასწავლო წლის დასრულების თარიღად განსაზღვრულია 15 ივნისი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად დგინდება 15 ივნისის წინა პარასკევი. სწავლა პირველკლასელებისთვის 27, ხოლო მე-12 კლასელებისთვის 20 მაისს სრულდება.