ალერტკარის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი მაგიდის ჩოგბურთში, მუნიციპალიტეტის ჩემპიონია
12-11-2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილია, მათი ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებსა თუ აქტივობებში კი - წახალისებული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და მიღწევებზე აისახება. 

აღსანიშნავია, გოგონათა გუნდის წარმატება მაგიდის ჩოგბურთში, მუნიციპალურ ტურნირზე. 

გოგონებმა პირველი ადგილი და მუნიციპალიტეტის ჩემპიონის სტატუსი მოიპოვეს. 

სკოლაში ამაყობენ მოსწავლეთა წარმატებით და გოგონებს ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

„გილოცავთ! წარმატებები შემდგომ ეტაპებზეც“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203