
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.
პროცესი დემოკრატიულად და გამჭირვალედ, წესების სრული დაცვით წარიმართა.
მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლების პრინციპის მიხედვით.
სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა არის სკოლის არჩევითი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობას სკოლის მართვასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
იხილეთ ფოტოები: