სათხის საჯარო სკოლაში ფრენბურთის შეჯიბრი ჩატარდა
11-11-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

6 ნოემბერს, სათხის საჯარო სკოლაში საკლასო გაერთიანების - „სპორტის მოყვარულნი“ წევრის - არსენ სანოსიანის ინიციატივით, სპორტული ღონისძიება - „ფრენბურთში ერთმანეთს შევეჯიბრებით“ გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეჯიბრი ძალიან საინტერესოდ და დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, ყველა ცდილობდა საუკეთესოდ წარმოეჩინა თავი და გამარჯვება მოეპოვებინა.

შეჯიბრის შედეგად გამარჯვებულნი გახდნენ მე-11 კლასის მოსწავლეები და თასით დაჯილდოვდნენ. დანარჩენებიც კი მადლობის სიგელები გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203