
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებსა თუ აქტივობებში კი წახალისებულია. ეს ყველაფერი მოსწავლეთა მოტივაციასა და მიღწევებზე აისახება.
7 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთში, ქ. ახალქალაქში, გაიმართა სასკოლო ჩემპიონატი ფრენბურთში. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლის ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს და პირველი ადგილი მოიპოვეს.
სკოლაში ამაყობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
„სკოლის ადმინისტრაცია სიამაყით აღნიშნავს სკოლის მოსწავლეთა მორიგ გამარჯვებას, ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებსა და სპორტის მასწავლებელს - მანუკ დავთიანს ამ შესანიშნავ წარმატებას და მომავალშიც უსურვებს პირველობას“,- აღნიშნავენ სკოლაში.