
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა.
ღონისძიება სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობით წარიმართა. ბავშვების შემოქმედებითმა ნომრებმა და ფერადმა დეკორაციებმა სკოლაში საოცარი საშემოდგომო განწყობა დაატრიალა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს თემატური სიმღერები, სპექტაკლი გაითამაშეს და არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნეს.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა კი სცენაზე - „შემოდგომის აზნაურები“ გააცოცხლეს და სასკოლო საზოგადოებას საოცარი სანახაობა შესთავაზეს.
სკოლაში მადლობას უხდიან თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს ჩართულობისათვის, დღის გალამაზებისთვის.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო