„თითოეული ხე მათთან ერთად გაიზრდება და პასუხისმგებლობის, ბუნებაზე ზრუნვის სიმბოლოდ იქცევა“ - ქუთაისის N37 სკოლის პირველკლასელებმა ნერგები დარგეს
11-11-2026

ქუთაისის N37 საჯარო სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ.

პატარებმა შერჩეულ ტერიტორიაზე ნერგები დარგეს და საკუთარი წვლილი შეიტანეს მწვანე მომავლის შექმნაში.

„პატარებისთვის ეს მართლაც შესანიშნავი და დასამახსოვრებელი დღეა! „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში დარგული თითოეული ხე მათთან ერთად გაიზრდება და პასუხისმგებლობის, მეგობრობისა და ბუნებაზე ზრუნვის სიმბოლოდ იქცევა“, - აღნიშნავენ სკოლაში და ინიციატივას მიესალმებიან. 

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.

პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203