ქუთაისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეცნიერების საერთაშორისო დღე მხიარული, შემეცნებითი და საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
10-11-2026

10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში სმენის არმქონე მოსწავლეებისთვის მხიარული, შემეცნებითი და საინტერესო აქტივობები გაიმართა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში მეცნიერების მიმართ  ცნობისმოყვარეობის წახალისება და სხვადასხვა სამეცნიერო დარგისა თუ პროფესიის უკეთ გაცნობა.

ამ დღისთვის სპეციალურად მომზადდა ციფრული აპლიკაცია.
მოსწავლეებმა უპასუხეს საინტერესო კითხვებს, გაეცნენ თავიანთ ინტერესებთან დაკავშირებულ სამეცნიერო პროფესიებს და შეასრულეს პრაქტიკული მინი-მისიები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203