
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის ამაგდარი მასწავლებელი ლალი ბარქაია წარმატებული პროფესიული საქმიანობისა და თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის დაჯიდლოვდა.
მას მუნიციპალიტეტის მერიისგან სიგელი გადაეცა.
სკოლაში ულოცავენ პედაგოგს დაფასებასა და აღიარებას და კიდევ არაერთი წარმატებული და ღირსეული თაობის აღზრდას უსურვებენ.
„გილოცავთ, ქალბატონო ლალი! მადლობა თქვენი დაუღალავი შრომისა და იმ უდიდესი ამაგისთვის, რაც თაობებს გაუნაწილეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას, ამოუწურავ ენერგიას, ნაყოფიერ საქმიანობასა და კიდევ მრავალ პროფესიულ თუ პირად წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: