„ერთად ვიზრუნოთ მწვანე მომავალზე!“ - ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 სკოლის პირველკლასელებმა ნერგები დარგეს
10-11-2026

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლა მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანია - „ჩემი პირველი ნერგი“ შეუერთდა.

პროგრამის ფარგლებში, პირველკლასელებმა სკოლის ტერიტორიაზე საკუთარი ნერგები დარგეს და ამით გარემოზე ზრუნვის მნიშვნელოვან საქმეში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და ჩვენი სკოლის სამაჟორიტარო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, რომლებმაც პირველკლასელებთან ერთად ჩაუყარეს საფუძველი მწვანე მომავალს.

„ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მასშტაბით განხორციელებული მასშტაბური გარემოსდაცვითი ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც 41 000-ზე მეტმა პირველკლასელმა დარგო საკუთარი ნერგი.

პროგრამა მხოლოდ ხის დარგვით არ შემოიფარგლება – მას საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიაც ახლავს, რომლის მიზანია ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების სიყვარულისა და მასზე ზრუნვის კულტურის ჩამოყალიბება.

რუსთავის N23 საჯარო სკოლაში ინიციატივა ახარებთ და მოსწავლეებს ბუნების დაცვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. 

„თითოეული დარგული ნერგი ახალი სიცოცხლის დასაწყისია. ჩვენი პატარა მოსწავლეები დღეს საკუთარ ნერგებს რგავენ, მომავალში კი მათ ზრდასა და განვითარებაზე ზრუნვის შესაძლებლობა ექნებათ.

გვჯერა, რომ ეს დღე ჩვენი პირველკლასელებისთვის განსაკუთრებულ და სასიამოვნო მოგონებად დარჩება.

ვზრდით თაობას, რომელიც ბუნებას გაუფრთხილდება! ვზრუნავთ ბუნებაზე დღეს, მწვანე მომავლისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203