ალერტკარის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება და მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრი გაიმართა
10-11-2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებსა თუ აქტივობებში კი წახალისებულია.

რაღა თქმა უნდა, სკოლა აქტიურად შეუერთდა სასკოლო სპორტულ კვირეულს, რომლის ფარგლებში I-IV კლასებში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა, ხოლო VII - X კლასებში - მაგიდის ჩოგბურთი.

მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203