„ვულოცავთ, ღირსეულ აღიარებას“-კაბლის N1 სკოლის მასწავლებლები-ელზა მუსალიევა და გულჯახან აგაჯანოვა წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ
10-11-2026

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები -  ელზა მუსალიევასა და გულჯახან აგაჯანოვას წარმატებული პედაგოგიური საქმიანობა და თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილი საზეიმოდ აღინიშნა. 

პედაგოგები მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში ახარებთ პედაგოგთა შრომის დაფასება და მათ კიდევ არაერთი წარმატებული და ღირსეული თაობის აღზრდას უსურვებენ. 

„კაბალის პირველი საჯარო სკოლისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ქართული, როგორც მეორე ენის, მასწავლებელი ელზა მუსალიევა სკოლის წლის მასწავლებლად აირჩიეს.

ეს აღიარება მისი მრავალწლიანი, თავდაუზოგავი და სიყვარულით სავსე პედაგოგიური საქმიანობის ღირსეული დაფასებაა. ვუსურვებთ ქალბატონ ელზას კიდევ მრავალ წარმატებას, ჯანმრთელობასა და უამრავ ბედნიერ და წარმატებულ მოსწავლეს!

ასევე, განსაკუთრებული სიამაყით ვულოცავთ აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ქალბატონ გულჯახან აგაჯანოვას, რომელიც კაბალის თემში ყველაზე ასაკოვან მოქმედ მასწავლებლად აირჩიეს.

მისი მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება, ერთგულება და თაობების აღზრდაში შეტანილი უდიდესი წვლილი ჩვენი სკოლისა და თემის დიდი სიმდიდრეა.

ვულოცავთ ორივე ქალბატონს ამ ღირსეულ აღიარებას და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, დიდხანს და ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას!

თქვენი შრომა, სიყვარული და თავდადება მომავალ თაობებს გზას უნათებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203