
ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში აზიარებენ ცოდნას და იძენენ ახალ გამოცდილებას.
მათ შორის მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად შეუერთდნენ Key Consulting-ის ეროვნულ კონფერენციას.
ეროვნულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ლიდერი მოსწავლეები მთელი საქართველოდან. მათ მოხსენების საშუალებით საზოგადოებას საკუთარი კვლევები და ხედვები გაუზიარეს.
ფურტიოს სკოლიდან ღონისძიებაში ჩაერთნენ პედაგოგი ციური ბათნიძე და მოსწავლეები - ელენე ხილაძე, ლანა ხილაძე, საბა ბერიძე, ქრისტინა ბერიძე დ მარი დიასამიძე.
პედაგოგი და მოსწავლეები კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ.
სკოლაში მათ წარმატებულ მონაწილეობას ულოცავენ.
„სკოლა ამაყობს და წარმატებებს უსურვებს ჩვენს მასწავლებელს და მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
კონფერენციას ორგანიზება გაუწია Key Consulting-ის ლიდერთა სკოლამ.
იხილეთ ფოტები: