
ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლის მოსწავლეები დემოკრატიულ ღირებულებებზე იზრდებიან.
ახლახან,GAHS-ში 2026 წლის მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტი აირჩიეს.
ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებული ინტერესითა და აქტიური ჩართულობით წარიმართა. ექვსივე კანდიდატი ამომრჩევლებს საინტერესო იდეებით, მრავალფეროვანი პროგრამებითა და სამომავლო გეგმებით წარუდგა. მათი თანაბრად საინტერესო შეთავაზებების ფონზე მოსწავლეებს გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად გაუჭირდათ.
საბოლოოდ, მოსწავლეთა მხარდაჭერა ლევან ქვლივიძემ მოიპოვა.
სკოლაში ახალარჩეულ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ და ნაყოფიერ საქმიანობას უსურვებენ.
„ვულოცავთ მას გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს, ახალი იდეების განხორციელებასა და ნაყოფიერ საქმიანობას! მადლობა თითოეულ კანდიდატს აქტიურობისთვის, მონდომებისა და სკოლის ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: