კერძო სკოლა „ცოდნას“ მე-9 კლასელებმა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების შესწავლის შემდეგ დედაქალაქის ისტორიულ ადგილები მოინახულეს
10-11-2026

ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების - „შუშანიკის წამებისა“ და „აბო თბილელის წამების“ შესწავლის შემდეგ, ​თბილისის კერძო სკოლა „ცოდნას“ IX კლასის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი დედაქალაქის ისტორიულ ადგილებში გააგრძელეს.

„ცოდნელები“ ეწვივნენ მეტეხის ტაძარს, მოინახულეს შუშანიკ დედოფლის საფლავი, დაათვალიერეს აბო თბილელის წამების ადგილი და მტკვრის სანაპიროზე მდებარე მისი სახელობის მცირე სამლოცველო.

მოსწავლეებმა გაიხსენეს ჯალალ ედ-დინის შემოსევა თბილისში და 100 000 მოწამის ტრაგიკული ისტორია, კიდევ ერთხელ გაიაზრეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენები, რწმენისა და თავგანწირვის მაგალითები.

ეს იყო გაკვეთილი, სადაც ლიტერატურული ტექსტები რეალურ ისტორიულ სივრცეს დაუკავშირდა, წარსული კი მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო ახლობელი და გასაგები გახდა.

„ვიცნობდეთ ჩვენს ისტორიას, ვუფრთხილდებოდეთ სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობას! “,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს სულიერ და კულტურულ ღირებულებებს ასწავლიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203