ალათუმანის საჯარო სკოლის ეზოში ექვსმა პირველკლასელმა სახელობითი ხე დარგო
10-11-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის პირველკლასელები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ გამწვანების მარათონში დიდი ენთუზიაზმითა და სიხარულით ჩაერთვნენ.

პატარები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი შეუერთდნენ“ - ალათუმანის საჯარო სკოლის ეზოში ექვსმა პირველკლასელმა სახელობითი ნერგი დარგო. 

სკოლაში, სადაც ბავშვებს გარემოს დაცვასა და ბუნების მოფრთხილებას დაწყებითი საფახურიდან ასწავლიან, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ. 

„ეს დღე მათთვის განსაკუთრებულ მოგონებად დარჩება - ბავშვებმა არა მხოლოდ პირველი ნაბიჯები გადადგეს ცოდნის სამყაროში, არამედ სიმბოლურად საკუთარი ხელით ჩაუყარეს საფუძველი ახალი სიცოცხლესა და გარემოზე ზრუნვის კეთილშობილურ ტრადიციას. ალათუმანელი პირველკლასელები სახარულით მოუვლიან სახელობით ხეებს, რომლებიც მათთან ერთად გაიზრდებიან, გაძლიერდებიან და წლების შემდეგაც სკოლის ეზოს დაამშვენებენ“- აღნიშნავენ სკოლაში. 

პროგრამა - „ჩემი პირველი ნერგი" საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება.

პროექტში ჩართულები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო,  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნებაზე ზრუნვის წახალისებასა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203