თბილისის N103 სკოლის მე-4 კლასელებმა იაკობ გოგებაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს და „დედაენის“ შექმნისთვის მადლობა გადაუხადეს
10-11-2026

თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება მოეწყო, რომელიც იაკობ გოგებაშვილის ღვაწლის აღნიშვნასა და დიდი წინაპრის მემკვიდრეობის პატივისცემას მიეძღვნა. 

27 ოქტომბერს დიდი ქართველი განმანათლებლისა და საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. აღსანიშნავია, რომ წელს იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ პირველი ბეჭდური გამოცემიდან 150 წელი შესრულდა.

ამ ღირსშესანიშნავ თარიღს სკოლაში გამორჩეულად გამოეხმაურნენ.

თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-4 კლასელები, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, 27 ოქტომბერს ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონს ესტუმრნენ და იაკობ გოგებაშვილის დაბადების 186-ე და „დედაენის“ პირველი ბეჭდური გამოცემიდან 150-ე წლისთავი მოკრძალებულად აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა ღვაწლმოსილი მამულიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს და მადლობა გადაუხადეს იმ უკვდავი წიგნისთვის, რომელსაც „დედაენა“ ჰქვია. 

ამ წმინდა სავანეში სტუმრობით პატარებმა პატივი მიაგეს ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ხსოვნას და მათ სამუდამო სასუფეველს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203