„აირჩიე სიკეთე“- ჯვარის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასელებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
10-11-2026

ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და ამ გზით მათი თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა პროექტი - „აირჩიე სიკეთე“, რომელზეც მე-8 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს. 

პროექტის თემა იყო - „ვისაც წიგნის კითხვა უყვარს, მას მუდმივად გვერდით ჰყავს ერთგული მეგობარი“.

მე-8 კლასელებმა პროექტის ფარგლებში ონჯალი რაუფის -„ბიჭი ბოლო მერხზე“ განიხილეს, წიგნის მთავარ სათქმელზე საინტერესოდ იმსჯელეს. 

პროექტის ხელმძღვანელობდა ბიბლიოთეკარი მაია გეთია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203