ჯვარის N1 საჯარო  სკოლის მე-5 კლასელებმა „ზღაპრის პორტფოლიო“ მოამზადეს
10-11-2026

ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით. 

აღსანიშნავია, პროექტი - „ზღაპრის პორტფოლიო“, რომელიც მეტად საინტერესოდ წარიმართა.

პროექტის თემა გახლდათ - „ზღაპრის ბოლო კეთილია“ და მასში მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მე-5 კლასელებმა შემოქმედებითი პრეზენტაციები მოამზადეს და წარმოადგინეს. მათ თემის შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს. 

პროექტს ხელმძღვანელობდა ბიბლიოთეკარი მაია გეთია, რომელიც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს და ამ მიზნით ბავშვებს არაერთ საინტერესო ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203