
ელექტრონული ჟურნალის მოდული „შეფასების დეტალური რეპორტი“ უზრუნველყოფს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას.
მოდულზე წვდომა აქვს სკოლის დირექტორსა და ელექტრონული ჟურნალის ადმინისტრატორს;
საგანმანათლებლო რესურსცენტრს - მისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში არსებული სკოლების მონაცემებზე წვდომის უფლებით;
კლასის დამრიგებელსა და საგნის მასწავლებელს;
მოსწავლესა და მშობელს.
რა ინფორმაციას მოიცავს რეპორტი?
მოსწავლის/მოსწავლეების აკადემიური მოსწრების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას შეფასების ყველა კომპონენტის მიხედვით;
მოსწავლის/მოსწავლეების შეფასებების შესახებ მონაცემებს საგნის, კლასისა და სემესტრის მიხედვით.
რატომ არის მნიშვნელოვანი შეფასების დეტალური რეპორტი?
მოდული ხელს უწყობს სასწავლო პროცესის გამჭვირვალობასა და მოსწავლეთა აკადემიური შედეგების სისტემურ მონიტორინგს. იგი მასწავლებელს საშუალებას აძლევს, დროულად გამოავლინოს მოსწავლეთა საჭიროებები და ძლიერი მხარეები, ხოლო მშობელსა და მოსწავლეს - მუდმივად ადევნონ თვალი აკადემიურ მიღწევებს.