13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი
13-11-2026

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საბოლოო ეტაპი 11 ნოემბრიდან დაიწყება. 2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის ბოლო ეტაპი 11-დან 13 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

აპლიკანტებმა, რომლებმაც რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიეს და ერთზე მეტ პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს, უნდა დააფიქსირონ არჩევანი იმ ერთ პროგრამაზე, რომელზეც სწავლის გაგრძელებას აპირებენ. არჩევანის გაკეთება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პლატფორმაზე - vet.ge იქნება შესაძლებელი.

ჩარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტები პლატფორმაზე ასევე მიიღებენ ინფორმაციას საკუთარი რეიტინგული ქულისა და რეიტინგულ სიაში დაკავებული ადგილის შესახებ.

აპლიკანტების მიერ დაფიქსირებული არჩევანის საფუძველზე, საგანმანათლებლო დაწესებულებები მათ ჩარიცხვას საბოლოო არჩევანის გათვალისწინებით გამოცხადებული ადგილებისა და რეიტინგული სიების შესაბამისად განახორციელებენ.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მოუწოდებს აპლიკანტებს, ყურადღებით გაეცნონ საკუთარ რეიტინგულ ინფორმაციას და არჩევანი დადგენილ ვადაში - 11-დან 13 ნოემბრის ჩათვლით დააფიქსირონ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203