სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელთა ზღაპრული ღონისძიება
09-11-2026

სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათ შემოქმედებით ნიჭისა და უანარების განვითარებას, თვითგამოხატვის წახალისებას. ამ მიზნით სკოლა-გიმნაზიაში არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება იმართება. 

აღსანიშნავია პირველკლასელთა ზღაპრული ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი ემოციები დაატრიალა. 

ფიფქია, ადამიანი ობობა, კონკია, პრინცესა, ბალერინა, კოკროჭინა - ზღაპრის სამყაროდან გიმნაზიის სცენაზე გადმოვიდნენ. 

პირველკლასელებმა ღონისძიების სტუმრებს სიხარულით გააცნეს თავიანთი საყვარელი პერსონაჟები და მათ შესახებ ესაბრნენ, აღნიშნეს თუ რატომ მოსწონთ, რა თვისებებით მოიხიბლნენ...

ცეკვა- სიმღერაც არ დაიზარეს და ეს დღე დღესასწაულად აქციეს.

სკოლაში ახარებთ პარატების შემოქმედებითობა და მონდომება. 

„მადლობა, ბავშვებო ამ ლამაზი დღისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203