ქვედაჩხოროწყუს თემის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ლიტერატურულ-შემეცნებით კონკურსში
10-11-2026

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქვედაჩხოროწყუს თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

სულ ახლახან, მოსწავლეებმა - სალომე ჯალაღონიამ და ლიზი პერტაიამ ლიტერატურულ-შემეცნებით კონკურსში ასახელს სკოლა. 

მოსწავლეები კონკურსში - „როგორ მესახება ჩემი მომავალი“ მოპოვებული წარმატებისთვის ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

„გილოცავთ ამ დიდ წარმატებას! ​ქვედაჩხოროწყუს საჯარო სკოლის მოსწავლეებს - სალომე ჯალაღონიას და ლიზი პერტაიას გულითადად ვულოცავ საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ ორგანიზებულ მოსწავლეთა ლიტერატურულ-შემეცნებით კონკურსში - „როგორ მესახება ჩემი მომავალი“ მოპოვებულ ოქროს სიგელსა და საჩუქრად გადაცემულ წიგნს!

​ეს ჯილდო მისი ახალგაზრდული ფანტაზიის, თავისუფალი აზროვნებისა და მომავლის შთამბეჭდავი ხედვის დამსახურებული აღიარებაა.

​სალომეს და ლიზის ვუსურვებთ კიდევ მრავალ გამარჯვებას, დაუღალავ შემოქმედებით ენერგიას, დასახული მიზნების მიღწევასა და ბრწყინვალე მომავალს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203